მეფუტკრეობა და ფუტკრის შესწავლა
ჩემი რჩეულები
» » ვაკეთებ მეორე ლაფეტს

ვაკეთებ მეორე ლაფეტს

ვაკეთებ მეორე ლაფეტს

ერთი სიტყვით ვაკეთებ მეორე ლაფეტს(პრიცეპს,ვაგონს,მისაბმელს) როგორც გინდათ ისე დაუძახეთ. გაკეთება დავიწყე დაახლოებით გაზაფხულის ბოლოს და აი ახლა 29 ოქტომბერია და თითქმის დამთავრებულია. ვერ მოვახერხე გაკეთების მთელი პროცესი გადამეღო ფოტოზე ან ვიდეოზე და მენახებინა თქვენთვის.

ვაკეთებ მეორე ლაფეტს

მიმდინარე პროცესი კი დაახლოებით ასე იყო: მოვიყვანე ხელოსანი (შემდუღებელი იგივე სვარჩიკი), ახედა დახედა და როგორც ყველა ხელოსანმა იცის - გაბერა გამობერა, ცოტა თავი დაიფასა და მითხრა ჯერ არ მცალია სხვა საქმეზე ვდაგავრ რომ მოვრჩები დავიწყოთო, სულ ჩემი ხელობა 1000 ლარი დაგიჯდებაო. რათქმაუნდა 1000 ლარი მეძვირა და გამოვემშვიდობე ხელოსანს. მეზობელს პატარა სვარკის აპარატი ვეთხოვე, აი ასეთი:

ვაკეთებ მეორე ლაფეტს

ცოტა ვივარჯიშე, ცოტაც შედუღების ვიდეო გაკვეთილები ვნახე იუტუბზე და დავიწყე გაკეთება. ვაკეთებდი ნელა და ხარისხიანად. შედეგი ფოტოებზეა.

ვაკეთებ მეორე ლაფეტს

დარჩენილია ოთახზე გარედან თუნუქის შემოკვრა და წვრილ-წვრილი რაღაცეები.

ვაკეთებ მეორე ლაფეტს

დაგეგმილი მაქვს გაუკეთო ავარიული მაშუქები და შუქის ამრეკლები, გადაადგილების დროს აუცილებელია.

ვაკეთებ მეორე ლაფეტს

აი ამ სტატიაში ფუტკრის სკა მე უკვე გითხარით, რომ შეყვარებული ვარ დადანის ტიპის სკებზე და ჩემი ახალი ფუტკრის ლაფეტიც შესაბამისად ამ ტიპის სკებზეა გათვლილი.

ვაკეთებ მეორე ლაფეტს

ლაფეტის რამა და ზედა მხარე შეღებილია ე.წ სურიკით 2 ფენად, ხოლო შუა ნაწილი სპეციალური ჟანგ-საწინააღმდეგო გრუნტოვკით.

ვაკეთებ მეორე ლაფეტს
ვაკეთებ მეორე ლაფეტს

ოთახი მთლიანად შეკრულია - გარედან 8მმ ფანერა შემდეგ 4მმ ჭრიჭინა და შიგნიდან აკრულია ე.წ დვპ. იატაკი გაკეთებულია ჩვეულებრივი 40მმ ფიცრით + ლინენიუმი.

ვაკეთებ მეორე ლაფეტს

დანარჩენი თუ ვინმეს რამე დაგაინტერესებთ დაწვრილებით შემიძლია მოგიყვეთ - სად-რა-როგორ გავაკეთე. ლაფეტზე აბსოლუტურად ყველა ზომა გათვლილია და მილიმეტრებშია ყველაფერი.

ვაკეთებ მეორე ლაფეტს

ხელსაბანისთვის გამოვიყენე ზილის თუ კამაზის ჰაერის ბალონი. 15 ლიტრი წყალი მიდის, მემგონი საკმარისია.

ვაკეთებ მეორე ლაფეტს
ვაკეთებ მეორე ლაფეტს

ოთახში შეყვანილია ელექტრო ენერგია, განათება არის გათვლილი როგორც 220 ვოლტზე ასევე 12 ვოლტზეც.

ვაკეთებ მეორე ლაფეტს
ვაკეთებ მეორე ლაფეტს
შეფასება:
+1
ვაკეთებ მეორე ლაფეტს
ავტორი:
თარიღი:
29-10-2017, 11:34
კატეგორია:
ნანახია:
90
კომენტარი:
ნახე?! ანახე მეგობრებსაც!


წინა » ძველი ასტამის ახალი სიციც...« შემდეგი ჩემი პირველი ლაფეტი

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
© 2016-18 Mefutkre.com ყველა უფლება დაცულია
მთავარი | კონტაქტი | წესები | სტატისტიკა