მეფუტკრეობა და ფუტკრის შესწავლა

ჩემს შესახებ

ჩემს შესახებ
მოგესალმებით მეგობრებო. დღეს, 2 მაისია 2016 წელი.
ეს პირველი ჩანაწერია ბლოგში. მინდა ცოტაოდენი მოგიყვეთ ჩემს შესახებ და საერთოდ ჩემი ოჯახის მეფუტკრეობის ისტორიაზე.
ძალიან თავი რომ არ შეგაწყინოთ დავიწებ იმით, რომ 1962 წელში ვინმე გერონტისა და ცაცოს მამაჩემისათვის უჩუქებიათ 4 სკა ფუტკარი. მამაჩემმა მოვლა არ იცოდა და მიუბარებია ვინმე ვასია მეფუტკრესთან, ვასია მეფუტკრეს სამი წლის მანზილზე გაუმრავლებია მამაჩემის ფუტკარი და 10 ოჯახი გამხდარა, მამაჩემი თურმე დრო და დრო მიდიოდა ვასია მეფუტკრესთან და თან ეხმარებოდა, თან სწავლობდა. 1965 წელს ვასია მეფუტკრეს უთქვამს - წაიყვანე შენი ფუტკარი და შენ თვითონ მოუარეო, შენ უკვე ფეუტკრე ხარო. მამას წამოუყვანია და გამხდარა დამოუკიდებელი მეფუტკრე, მე მაშინ დაბადებული არ ვიყავი. დავიბადე 1967 წელს, მამა მეუბნებოდა 3-4 წლის ასაკიდან საფუტკრეში დამყავდიო, უნდა ითქვას საფუტკრეში ვარ გაზრდილი. მამა ფუტკარს ამრავლებდა, 35-40-50 ოჯახი ყოველთის ყავდა ხოლმე, მე მას ყოველთვის დავყვებოდი საფუტკრეში და ვეხმარებოდი. 1984 წელს მომიწია სასწავლებლად რუსეთში წასვლა და იქ 1991 წლამდე დავრჩი, რუსეთში დავდიოდი საფუტკრეებში ვესაუბრებოდი მეფუტკრეებს, ვსწავლობდი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად გავაგრძელე მეფუტკრეში მოღვაწეობა და მამას ვეხმარებოდი. 2000 წელს მამა გარდაიცვალა და დავჩი მარტო ფუტკართან, 36 ოჯახი ფუტკარი 2006 წლამდე 115 ავიყვანე, ამ პერიოდიასათვის საკმაოდ გამოცდილი მეფუტკრე ვიყავი და ყველასაგან დამოუკიდებლად მიმყავდა საქმე, მაგრამ მოხდა ცუდი რამ - 2006 წელს ჩემდა უნებლიედ მომაცილეს ჩემს საყვარელ საქმიანობას, მეფუტკრეობას და გარკვეული პერიოდი დარჩა ფუტკარი უყურადღებოდ, ყოველგვარი მკურნალობისა და მოვლის გარეშე, რაც რათქმაუნდა კატასტროფულად ცუდად აისახა ფუტკარზე, მათი დიდი ნაწილი დაიხოცა, დადგა მძიმე პერიოდი, უსახსრობის, უდროობის, ნერვული სტრესის გამო ვეღარ მოვახერხე ფუტკრის ბოლომდე აღორძინება, ამ ყველაფერს თან დაერთო ზედიზედ ორწლიანი უმოსავლო სეზონი და ფუტკარი დამეხოცა 2012 წელს. მას მერე უსახსრობის გამო ვერა და ვერ მოვახერხე ფუტკრის აღორძინება, და აი დადგა 2016 წელი და იმედები ჩაისახა, მეგობრები ხედავდნენ როგორ დავდიოდი სხვის საფუტკრეებში და ვეხმარებოდი მათ, ვესაუბრებოდი მათ, გამოცდილებებს ვუზიარებდით ერთმანეთ, მეგობარი რისი მეგობრია თუ გაჭირვებაშია არ დაგეხმარაო და მომიგროვეს 1000 ლარი, მომიტანეს და მითხრეს - ცოდო ხარ შენ ფუტკრის გარეშეო და აჰა ჰული და იყიდეო, ხოდა მეც ვიყიდე 4 ოჯახი და დაიწყო ახალი მეფუტკრეობა. შემდეგ სიახლეში განახებთ ჩემს ახლად ნაყიდ ფუტკარს და აქედან ვიწყებ ბლოგის წარმოებას.
მოვუწოდებ ყველას ვინც დაინტერესებულია ამ საქმით, დაიწყეთ ჩემთან ერთად მეფუტკრეობა და არ ინანებთ.
შეფასება:
+7
ჩემს შესახებ
ავტორი:
თარიღი:
2-05-2016, 21:16
კატეგორია:
ნანახია:
546
კომენტარი:
ნახე?! ანახე მეგობრებსაც!


« შემდეგი ვიზიტი საფუტკრეში

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
© 2016-18 Mefutkre.com ყველა უფლება დაცულია
მთავარი | კონტაქტი | წესები | სტატისტიკა