და ისევ ვაროატოზის შესახებ
მოგესალმებით მეგობრებო, სულ რამოდენიმე წუთის წინ დავწერე სტატია ბიო თაფლის შესახებ და სტატიაში ავღნიშნე, რომ მომიწია უამრავი ვიდეოს ნახვა იუტუბზე, ამ ვიდეოების ნახვისას გადავაწყდი ერთ ვიდეოს, რომელიც სხვათაშორის ერთ-ერთი ტელეარხით გადაიცა, ვიდეოში მეფუტკრე აღნიშნავს, რომ ის ტკიპაზე არ მკურნალობს ფუტკარს, კითხვაზე თუ რატომ, პასუხობს, რომ თურმე ფუტკარი ტკიპას თავისით იყრევინებს და სულაც არ ყოფილა საჭირო მისი მკურნალობა

ჩემი რჩევა - ტკიპაზე მკურნალობა აუცილებელია, არსებობს უამრავი საშუალება, მე ვერცერთს ვერ ვაქებ და ვერც ვაძაგებ, ყოველგვარი რეკლამის გარეშე - მე ვხმარობ ბიპინ -ტ ს გვიან შემოდგომით და ვაროკომს გაზაფხულზე. ვაროკომის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, რაგან ყიდვისას არასოდეს ინსტრუქცია არ მოჰლია, ხოლო ბიპინის მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ ბიპინით დამუშავებული ფუტკრის ოჯახებიდან ამოღებული თაფლი შეიძლება საკვებად შეუზღუდავად მოიხმაროთ, ესეიგი უვნებელია.
შეფასება:

ავტორი:
თარიღი:
31-10-2017, 23:12
კატეგორია:
ნანახია:
451
კომენტარი:
ნახე?! ანახე მეგობრებსაც!