მეფუტკრეობა და ფუტკრის შესწავლა

ფუტკრის ოჯახი

პირველი, რაც მინდა შემოგთავაზოთ საიტის ამ კატეგორიაში, ეს არის ფუტკრის ოჯახი და მისი ბინადარნი, ესეიგი ფუტკრები, მოდით გავიცნოთ ისინი.

სკაში ცხოვრობენ მუშა, დედა და ხანდახან(გაზაფხულ-ზაფხულში) მამლებიც. აი ისინიც.

ფუტკრის ოჯახი


მოკლედ განვიხილოთ თვითეული მათგანი.

მუშა ფუტკატი ბიოლოგიური თვალსაზრისით დედალი სქესისაა, მაგრამ მას ფუტკრის გამრავლება არ შეუძლია, ხანდახან ანაყოფიერებენ მათ მამლები, მაგრამ მათი დადებული კვერცხი უნაყოფოა, ასეთ განაყოფიერებულ მუშა ფუტკრებს ცრუ დედებს ეძახიან, თუ როდის და რატომ ხდება ესე, მაგას სხვა, ცალკე სტატიაში დავწერ.
თვითვეულ მუშა ფუტკარს სკაში აკისრია თავისი ფუნქცია მისი ასაკიდან გამომდინარე.
1 - 3 დღის ფუტკარი ასუფთავებს და უვლის ფიჭებს
ხოლო 4 დღიანი ფუტკარი უკვე უვლის შედარებით დიდი ასაკის ბარტყს.
7 დღის ფუტკარი უვლის ახალ ბარტყს და კვებავს დედას
ხოლო 12-18 დღის ასაკშ იწყებს სანთლის გამოყოფას და დაკავებულია ფიჭების მშენებლოდით, ასევე ღებულობს სკაში მოტანილ ნექტარს და გადაამუშავებს მას თაფლად.
ხოლო 21-24 დღის ასაკიდან სიცოცხლის ბოლომდე მას ევალება ნექრარისა და მტვრის მოგროვება.

დედა ფუტკარი ის ნამდვილი დედოფალია სკაში და მის გარეშე ფუტკრის ოჯახი იღუპება.
დედა ფუტკარი სკიდან ერხელ (იშვიათ შემთხვევაშ ორჯერ) გამოდის სკიდან გასანაყოფიერებლად, შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე სკაში რჩება, თუ რათქმაუნდა ნაყარი არ გამოვიდა და ამას არ გამოჰყვა. სხვადასხვა ჯიშის დედა ფუტკარი სხვადასხვა ზომისაა, მათი ზომა დამოკიდებულია წლის დროზეც და დაახლოებით 20-25 მმ. ხოლო განაყოფიერებული დედი წონა კი 200-250 მგ. სრულფასოვალი, ჯანმრთელი დედა დღე-ღამის განმავლობაში 1000 და 3000 მდე კვერცხს დებს, მისი კვერცხდების აქტივობა ასევე დამოკიდებილია წელიწადის დროზე და ღალიანობაზე.

მამალი ფუტკარი - მამალი ფუტკარი გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში რამოდენიმე ასეულია სკაში. მამალ ფუტკარს არაფრის გაკეთება არ შეუძლია გარდა დედის განაყოფიერებისა, ისიც დაპეპლის შემდეგ კვდება. ამიტომ მამლებს ღალის შეწყვეტასთან ერთად ზაფხულის დასასრულს მუშა ფუტკრები სკიდან ყრიან და ისინი იხოცებიან. სამთარში სკაში ვერ ნახავთ მამალ ფუტკარს.
შეფასება:
+17
ფუტკრის ოჯახი
ავტორი:
თარიღი:
3-05-2016, 19:55
ნანახია:
3 314
კომენტარი:
ნახე?! ანახე მეგობრებსაც!


« შემდეგი ნაყარი

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
© 2016-18 Mefutkre.com ყველა უფლება დაცულია
მთავარი | კონტაქტი | წესები | სტატისტიკა