მეფუტკრეობა და ფუტკრის შესწავლა
ჩემი რჩეულები
» » ჩარჩოში ფიჭების ჩაკვრა

ჩარჩოში ფიჭების ჩაკვრა

ალბათ ჯერ მავთულების გაბმა უნა მენახებინა, მაგრამ არაუშავს, მერე გავაბავ და განახებთ, თუ როგორ ვაბავ მე მავთულებს ჩარჩოზე, ეხლა კი ფიჭის ჩაკვრა.
ფიჭის ჩაკვრის უამრავი ვარიანტი მინახია რუსეთშიც და საქართველოშიც, მაგრამ მე ყველაზე მოხერხებულად ასე მიმაჩნია.
ჯერ პირველ რიგში დაახლოებით 1 სმ ვაჭრი ფიჭას, რადგან დაბეჭდილი ფიჭა ზუსტად ჩარჩოს ზომაა და შესაძლოა ჩაკრული ფიჭა გვერდებ შეეხოს და ამოიბეროს, ასეთ ამობერილ ფიჭაზე ფუტკარი აუცილებლად სამამლე უჯრას ააშენებს, ამიტომ მირჩევია ცოტა მოვაჭრა.

ჩარჩოში ფიჭების ჩაკვრა

შემდეგ როლიკს ვაცხელებ და ფიჭას ზედა თამასაზე ვაკრავ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ როლიკი ძალიან ცხელია ფიჭას ძალიან დაადნობს და არ გამოვა, ასევე თუ ცივია ფიჭას ხეზე ვერ დააკრავს.
ჩარჩოში ფიჭების ჩაკვრა

აი ასეთი ქარხნული წარმოების როლიკი მაქვს, ალბათ ყველა მეფუტკრეს აქვს მსგავსი როლიკი.
ჩარჩოში ფიჭების ჩაკვრა

შემდგომ ვაწებებ(ვაკრავ) ჩარჩოს ზედა თამასაზე.
ჩარჩოში ფიჭების ჩაკვრა


შმდგომი ეტაპი ფიჭის დაკვრაა მავთულებზე, აქ მე ელექროობას ვიყენებ, აი ასეთი ტრანფორმატორი მაქვს, ჩვეულებრივია რაღაც მოწყობილობას ამოვაცალე.
ჩარჩოში ფიჭების ჩაკვრა

220 ვოლტი შედის და 12 გამოდის, შეიძლება 24 და მეტიც გამოდიოდეს, მაგრამ იმდენი არა, რომ დენმა დაგარტყათ stuck_out_tongue_winking_eye
ჩარჩოში ფიჭების ჩაკვრა

ასევე შესაზლებელია ავტომობილის აკუმლიატორიც გამოიყენოთ ამ საქმისთვის, მაგალითად მთაში როდესაც აგვყავს ფუტკარი იქ ელექტრო ქსელები არ არის და ავტომობილის აკუმლიატორს ვიყენებთ ამ საქმისთვის.
ჩარჩოში ფიჭების ჩაკვრა

ელექრო დენით ჩაკვრის პრინციპი მარტივზე მარტივია, ხდება მოკლე ჩართვა, მავთული ცხელდება და ფიჭაში ეკვრება, ეს მეთოდი დიდ პროფესორობას არ მოითხოვს, მაგრამ ცოტაოდენი მოხერხებულობა საჭიროა, რადგან თუ მავთული ზომაზე მეტად გაცხელდა ფიჭას ჭრის და თუ ცივი იყო არ ჩაეკვრება.
ჩარჩოში ფიჭების ჩაკვრა


ასეთი მეთოდით ჩაკრულ ფიჭას ძალზედ ხარისხიანად აშენებენ ფუტკრები, უჯრა არ ფუჭდება და შესაძლო ტრანსპორტირებისას არასოდეს არ ასძვრება ფიჭა.
შეფასება:
+10
ჩარჩოში ფიჭების ჩაკვრა
ავტორი:
თარიღი:
25-05-2016, 22:51
ნანახია:
1 357
კომენტარი:
ნახე?! ანახე მეგობრებსაც!


წინა » ნაყარი

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
© 2016-18 Mefutkre.com ყველა უფლება დაცულია
მთავარი | კონტაქტი | წესები | სტატისტიკა