მეფუტკრეობა და ფუტკრის შესწავლა

ფუტკრის სკა

ფუტკრის სკა - ეს ის აღჭურვილობაა, რომელიც ყველა მეფურკრეს უნდა ჰქონდეს შეიარაღებაში :) უამისოდ არაფერი არ გამოვა :)
ერთი სიტყვით ფუტკარი ცხოვრობს სკაში, და სკა თანამედროვე მეფუტკრის ძირითადი აღჭურვილობაა.
არსებობს სკების უამრავი სახეობა, ბევრზე ბევრი, მაგრამ ჩვენ ყველა არ გვაინტერესებს, შევხედოთ რამოდენიმე მათგანს, კერძოდ კი სკებს, რომლებიც საქართველოშია გავრცელებული.
ესენია:
დადან-ბლატის
ე.წ ლეჟაკი
რუტი სკა
beebox
და ქართული თერმული სკა




დადან-ბლატი
ფუტკრის სკა
ეს ჩემი საყვარელი სკის ტიპია, მე ვერც კი წარმომიდგენია სხვა ტიპის სკების ქონა და მათში ფუტკრის ყოლა, თუ სკა გინდათ სკა ესაა. რათქმაუნდა, ყველას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი, სკის ეს ტიპი მე მიყვარს.

ე.წ ლეჟაკი
ფუტკრის სკა
ეს ძალიან მაგარი მოსახერხებელი სკაა, თუ რათქმაუნდა ლაფეტზე არა გყავთ ფუტკარი, უბრალოდ ლაფეტზე დიდ ადგილს იკავებს და ბევრი აღარ ეტევა, თორე ძაან მაგარი მოსახერხებელი სკაა, განსაკუთრებით ბუდის გაფართოების დროს, შესაძლებელია თითო-თითო ჩარჩოთი ნელა-ნელა გააფართოვო ბუდე.

რუტის სკა
ფუტკრის სკა
ეს სკა მე არასოდეს არ მქონია, ამიტომ მივენდობი სხვის მონაყოლს, ერთ ლაგოდეხელ მეფუტკრეს ჰქონდა ეს სკები, შევეკითხე რითი ჯობია დადანებს მეთქი და მიპასუხა კორპუსები მსუბუქია ასაწევადო და ამ სკაში ფუტკარი მალე მრავლებაო.

ქართული თერმული სკა
ფუტკრის სკა
ამ სკას საერთოდ არ ვიცნობ, უფრო სწორედ პრაქტიკაში როგორია არ ვიცი(მხოლოდ ვიდეო ვნახე იუტუბზე), თუ ვინმეს გააქვთ და ხმარობთ, გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.

beebox
ფუტკრის სკა

და ბოლოს, beebox - სუპერ თანამედროვე ფუტკრის სკა, როგორც არეკლამებენ მას, არ ეს კა მქონია მე არასოდეს და მხოლოდ დამინახია, ამ სკის დახასიათებისა და პლიუს-პინუსის გამოსავლენად მოვიშველიებ ინტერნეტში არსებულ ინფორმაციას.

ხის სკასთან შედარებით
პლიუსები
მსუბუქია

მინუსები
ძვირია
სიცხე არ უყვარს(მაქსიმუმ 32გრადუსი) მერე ალბათ დნება.
შენობასთან ახლოს ვერ განალაგებთ.

მაგალითად ამ სკას პლიუსს იმაში ვერ დაუწერ, რომ დიდხანს ძლებსო ამბობენ, კი მაგრამ ეს დიდი ხანი რამდენია? მე ჩვეულებრივი ხის სკები მაქვს, რუსული ქარხნული წარმოების, ამასწინათ სახურავის ქვეშ ვიპოვე მიკრული ქაღალდი, ქარხნის ეტიკეტი, გამოშვებულია 1976 წელს, ეს სკები კარგად მოვლილია და შესანიშნავად გამოიყურებიან ისინი, იმედია კიდევ 40 წელს იმუშავებენ, ეს გამოდის 80 წელი:) კი მაგრამ ეს თანამედროვე სკა მეტს ძლებს?

მე ჩემთვის გამოვიტანე დასკვნა, ხის სკას არაფერი ჯობია. თუ მასალა კარგია, თუ სკა მოვლილია, თუ სკა კარგადაა შეღებილი და ის ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ კაგად გადაღებეთ, ესეთი სკა ერთ მეფუტკრეს აბერებს, მეტი რა გინდათ?
ეხლა მაგალითად მოსწავლე მყავს და მისთვის სკების შეკვეთა მივეცით, დადანის სკა 12 ჩარჩოიანი + კორპუსი + მაგაზინი + სახურავი 100 ლარად გვიმზადებს არაჩვეულებრივი მასალით, იაფია არა?. ეს არც რეკლამაა და არც ანტი რეკლამა, ეს უბრალოდ ჩემი აზრია.

მომავალ სტატიაში მოგიყვებით შევღებოთ თუ რა სკა - და როგორ და რითი ჯობია შეღებვა. თქვენთვის მაქვ უნიკალური, ეკოლოგიურად სუფთა საღებავის რეცეპტი.
შეფასება:
+15
ფუტკრის სკა
ავტორი:
თარიღი:
4-05-2016, 21:25
კატეგორია:
ნანახია:
4 784
კომენტარი:
ტეგები:
ნახე?! ანახე მეგობრებსაც!


წინა » ასტამი მეფუტკრის მთავარი ...« შემდეგი ფიჭა

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
© 2016-18 Mefutkre.com ყველა უფლება დაცულია
მთავარი | კონტაქტი | წესები | სტატისტიკა