მეფუტკრეობა და ფუტკრის შესწავლა
ჩემი რჩეულები
» » თაგვი, როგორც ფუტკრის მავნებელი

თაგვი, როგორც ფუტკრის მავნებელი



მოგესალმებით მეგობრებო, ამ სტატიაში მინდა მოგითხროთ ცოტაოდენი თაგვის შესახებ, როგორც ფუტკრის მავნებლი.
ერთ პაწაწუნა და ლამაზ წრუწუნა თაგვს შეუძლია ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს ფუტკრის ოჯახს და მეფუტკრეს, თაგვი ძირითადად ცდილობს შეძვრეს სკაში მაშინ, როცა ზამთრის მოახლოვებასა და ტეპერატურის ვარდნის შემდეგ ფუტკრები იწყებენ გუნდის შეკვრას და ნაკლებად აქტიურები არიან, სკაში შემძვრალი თაგვი ხშირ შემთხვევაშ იქვე იკეთებს ბუდეს, რაგან გამოსაზამთრებლად სკაში შესანიშნავი პირობებია - სითბოა, საკვები თაფლის სახით საკმაოდაა. შედეგად თაგვი აზიანებს აშენებულ ჩარჩოებს და იკვებება არა მარტო თაფლით, არამედ ზამთაში დახოცილი და დაბლა ჩამოცვივნილი უტკრითაც. ისე ცნობისათვის - ფუტკარი თაგვის ნახრავ ფიჭას არასოდეს არ გაეკარება, არც ამოაშენებს ნახრავს და არც თაფლს ჩაასხავს მასში.
თაგვი მე მაგალითად ფუტკრის ლაფეტზე მთელი 25 წლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ ვნახე სკაში, ხოლო დაბლა მიწაზე ბევრჯერ მინახია.
თაგვთან ბრძოლის მეთოდები უამრავია, პირველი და აუცილებელი - სკა უნდა იყოს მყარი და ხარისხიანი, ყოველგვარი ღარებისა და ხვრელების გარეშე, საფრენები უნდა დავიცვათ მეტალის სპეციალური მოწყობილობებით, მაგალითად აი ასეთებით:





და კიდევ დავამატებდი ერთ რჩევას, რომელიც მე პირადად არ გამომიცდია და მხოლოდ ახალახანს გავიგე ახალი ლაფეტის მშენებლობისას, ერთი სიტყვით უკვე დავდე ახალი ლაფეტის ფოტოები, აი ამ ლაფეტის ოთახისათვის მჭირდებოდა ე.წ "ჭრიჭინა" რომელსაც მშენებლობაში ხმარობენ დასათბუნებლად, პენოპლასტი ჰქვია თუ არ ვცდები, აი ისიც


ხო და ყიდვისას ფასი ვიკითხე და მითხრეს თეთრი 1ლისტი(100x50მმ) 1 ლარიო და შავ კოპლებიანი 1ლისტი იგივე ზომა 2,5 ლარიო, დამაინტერესა რა სხვაობაა მეტქი? ვკითხე და ასე მიპასუხა გამყიდველმა: თეთრს თაგვი მაგრად ეტანება და ხრავსო და შავ კოპლებიანის ისე ეშინია 1 მეტრაში ვერ მიდის ახლოსო, თუ ეს მართალია შეგიძლიათ გამოიყენოთ და თაგვები დააფრთხოთ თქვენი საფუტკრიდან.
ჩემთვის ცნობილია კიდევ ბევრი მეთოდი, მაგრამ ყველას ვერ მოგიყვებით უდროობის გამო, რამოდენიმეს დავწერ - თაქვებს საშინლად ეშინიათ დამწვარი შალის სუნის, ანუ უნდა ნახოთ რაიმე ნატურალური შალის ან თვით ცხვრის მატყლი და დაწვათ ის სანახევროდ და ნამწვავი განათავსოთ საჭირო ადგილას, ასევე გამიგია და წამიკითხია, რომ თაგვები ერიდებიან კაკლის ფოთოლის სუნს, თუ ავიღებთ ჩვეულებრივი კაკლის(ნიგოზი) ფითოლს და ხელში გავსრესავთ გავიგებთ, რომ მას სპეციფიკური სუნი აქვს, თურმე ეს სუნიც ძალიან არ უყვარს თაგვს.
შეფასება:
0
თაგვი, როგორც ფუტკრის მავნებელი
ავტორი:
თარიღი:
31-10-2017, 22:17
კატეგორია:
ნანახია:
96
კომენტარი:
ნახე?! ანახე მეგობრებსაც!


წინა » კრაზანა

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
© 2016-18 Mefutkre.com ყველა უფლება დაცულია
მთავარი | კონტაქტი | წესები | სტატისტიკა