მეფუტკრეობა და ფუტკრის შესწავლა

ცვილის ჩრჩილი


ცვილის ჩრჩილი ან იგივე სანთლის ჩრჩილი, ზოგიერთ რეგიონში მას უბრალოდ სანთლის პეპელასაც ეძახიან.



გამოცდილმა მეფუტკრეებმა იციან, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია მეფუტკრისათვის ცვილის ჩრჩილს.



ჩრჩილი უმეტეს შემთხვევაში ჩნდება ძველ, შავ ჩარჩოებში და შესაბამისი პირობების შემთხვევაში მრავლდება მათში. ჩრჩილს უვარს ბნელი და უჰაერო დახურული სივრც.
არსებობს უამრავი მეთოდი მათთან საბრძოლველად, შეიძლება ითქვას ყველა მეფუტკრეს თავისი მეთოდები გააჩნია, მინახია მეფუტკრე, რომელიც გოგირდს წვავდა ოთახში სადაც ფიჭებს ინახავდა, ასევე მინახია როგორ აყრიდა ჩარჩოებს ნაცარს მეფუტკრე, ჩრჩილი არ გაუჩნდებაო. მე თვითონ 35 წლის მანძილზე უამრავი მეთოდი მიცდია და საბოლოოდ მივედი დასკვნამდე - ყველაზე ეფექტური შუქი და ნიავია, თუ საშუალება გექნებათ და ფიჭას ორპირზე (სანიაოზე) და შუქზე შეინახავთ, 99% პრობლემა მოხსნილი გექნებათ, ასევე წარმატებით ვიყენებ კაკლის ფოთოლს, რადგან ჩრჩილს საშინლად ეშინია მძაფრი სუნების, კაკლის ფოთოლს თავისებური სუნი აქვს და დიდხანს ინარჩუნებს მას. ასევე არსებობს სპეციალური პრეპარატებიც, მე არც მათი სახელები ვიცი და ვერც ვერცერთს გირჩევთ, რაგან არასოდეს გამომიყენებია ისინი.
შეფასება:
+1
ცვილის ჩრჩილი
ავტორი:
თარიღი:
6-03-2018, 21:05
კატეგორია:
ნანახია:
586
კომენტარი:
ნახე?! ანახე მეგობრებსაც!


{back-link}{next-link}

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
© 2016-18 Mefutkre.com ყველა უფლება დაცულია
მთავარი | კონტაქტი | წესები | სტატისტიკა