მეფუტკრეობა და ფუტკრის შესწავლა
ჩემი რჩეულები
» » დინდგელი იგივე პროპოლისი

დინდგელი იგივე პროპოლისი

დინდგელი იგივე პროპოლისი
დინდგელი, ანუ იგივე პროპოლისი - ეს არის ნივთიერება, რომელსაც გამოიმუშავებენ ფუტკრები ღალიანობის პერიოდში, მას კიდევ ფუტკრების წებოსაც ეძახიან.
დინდგელს ფუტკრები ხმარობენ სკაში, ან სხვა ნებისმიერ საცხოვრებელში სხვადასხვა ტიპის ღარების ამოსალესად, საფრენების დასაპატარავებლად, ჩარჩოების გასამაგრებლად, ასევე დინდგელს ფუტკრები ხმარობენ როგორც ფიჭების სადეზინფექციო საშუალება, დინგელი ფუტკრებმა შეიძლება გამოიყენონ როგორც სკაში უცხო სხეულების საიზოლაციო საშუალებაც. მაგალითად - მქონდა შემთხვევა როდესაც სკაში შეძვრა თაგვი, ფუტკრებმა ის დაკბინეს და მოკლეს რაღათქმაუნდა და მთლიანად პროპოლისში გაახვიეს, ასევე ვნახე იგივე სიტუაციაში ხვლიკიც.

დინდგელი იგივე პროპოლისი

დინდგელის ფერი სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვაა, ყავისფერიდან - მუქ მწვანემდე, ხანდახან ყვითელიც.

დინდგელი იგივე პროპოლისი

დინდგელის ზუსტი წარმომავლობა დღეისათვის უცნობია, დიდი და გამოჩენილი მეფუტკრეების ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ფუტკარი დიდგელს ყვავილის მტვერის გადამუშავებისას გამოიმუშავებს, ხოლო მეორე ნაწილი ამტკიცებს, რომ ფუტკარი დინდგელს ხეებიდან გამოყოფილი წებოვანი ნივთიერებების გადამუშავებით გამოიმუშავებს.

დინდგელი იგივე პროპოლისი

პირადად ჩემი დაკვირვებით, უფრო მეორე ვერსიას დავთანხმებოდი, რაგან წელს ჩემი საფუტკრე ისეთ ადგილას მდებარეობდა სადაც ხეები თითქმის არარის და დინდგელის ნასახიც არ იყო სკებში, ხოლო ერთი სკა, რომელის დასახლებულ პუნკში მყავდა, გადატენილი იყო დინდგელით, მართალი გითხრათ წელს პირველად მოვახდინე დაკვირვება და შესაძლოა ვცდებოდე...
დინდგელზე ყველაფერს აქ ვერ მოგიყვებით, მაგრამ ძირითადს ავღნიშნავ - დინდგელი იხნება მხოლოდ სპირტში, ბენზინსა და ძმარში, დინდგელის დნობის ტემპერატურაა 80—104 °C . ინტერნეტში მრავლადაა დინდგელით მომზადებული სამკურნალო პრეპარატებისა და მაზების რეცეპტები, ვისაც გაინტერესებთ დრო გამონახეთ და მოიძიეთ. მეც მაქვს კარგი რეცეპტები, შესაძლოა ოდესმე დრო გამოვნახო და შემოგთავაზოთ.

გმადლობთ ყურადღებისათვის!
შეფასება:
0
დინდგელი იგივე პროპოლისი
ავტორი:
თარიღი:
23-10-2017, 20:59
კატეგორია:
ნანახია:
92
კომენტარი:
ნახე?! ანახე მეგობრებსაც!


წინა » ფუტკრის ცვილი - იგივე სანთ...« შემდეგი როგორია ნამდვილი ბიო თაფლ...

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
© 2016-18 Mefutkre.com ყველა უფლება დაცულია
მთავარი | კონტაქტი | წესები | სტატისტიკა