მეფუტკრეობა და ფუტკრის შესწავლა
ჩემი რჩეულები
» » როგორია ნამდვილი ბიო თაფლი?

როგორია ნამდვილი ბიო თაფლი?



მოგესალმებით მეგობრებო. ამ სტატიის დაწერის იდეა გამიჩნდა დღეს დილით, მას შემდეგ, რაც ჩემი ერთი კარგი მეგობარი მეფუტკრე მოვიდა ჩემთან და მეუბნება: მეფუტკრეობის ასოციაცია უნდა ჩამოვაყალიბო და შემომიერთდებიო? რათმაუნდა მე კითხვაზე კითვითვე ვუპასუხე - რა მიზანიაქვს მაგ ასოციაციას და რითი დამაინტერესებს მეთქი? მან კი მიპასუხა - ბიო თაფლი უნდა ვაწარმოვოთ და ევროპაში გავიტანოთო, გამეღიმა და ჩემმა მეგობარმაც შუბლი შეიკრა რა გაცინებს სერიოზულად გეუბნებიო, მე კი ვუპასუხე - შენ ალბათ არ იცი ბიო თაფლი რა არის და როგორ მოიპოვება და ადვილი გგონია მეთქი, მან ასე მიპასუხა - სპეციალისტს დავიქირავებ და ის მასწავლის ბიო თაფლის მოპოვებასო... ერთი სიტყვით გადავწყვიდე სტატია გამეკეთებინა ამ კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე და ჩემს ცოდნას დავუმატე უამრაცი ინფორმაცია, რომელიც დღის განმავლობაში მოვიპოვე ინტერნეტში.

ვიდეო მასალის ძიებისას ვნახე უამრავი ვიდეო, მათ შორის ქართველი მეფუტკრეების ვიდეოებიც და მივხვდი, რომ ძააალიან ბევრი მეფუტკრე საერთოდ აზრზე არარის რა არის ბიო თაფლი, (სხვათა შორის გადავაწყდი კიდევ ტერმინს "ეკო თაფლი" ვერ გეტყით რა დიდი და პინციპული სხვააობაა ეკოლოგიურად სუფთა თაფლსა და ბიოლოგიურად სუფთა თაფლს შორის)
მაგალითად: ერთ-ერთ ვიდეოში ერთი ქართველი მეფუტკრე ამბობს, რომ ანტიბიოტიკებს აღარ ხმარობს ფუტკრის სამკურნალოდ და ჰგონია, რომ მისი თაფლი ბიოა, ეს ერთი მაგალითი, ასეთები უამრავი ვნახე...

მართალი გითხრათ კონკრეტული(ან ოფიციალური) მოთხოვნილებები და სტანდარტები ბიო თაფლის შესახებ ვერსად ვნახე, მაგრამ ერთი პროფესიონალი მეფუტკრის მტკიცებით ნამდვილი ბიო თაფლი მოიპოვება დედამიწიდან 6 მეტრით მოშორებით, რათქმაუნდა მაღლა, რადგან მან იცის, რომ დედამიწის ზედაპირზე უამრავი მავნე გაზია და დალექილია მავნე მძიმე მეტალები. აქედან გამომდინარე ეს მეფუტკრე ხელოვნურ ხის ფუღუროებს აკეთებს დიდ ხეებზე(მოსახლეობიდან 20-25კმ დაშორებით უღნან ტყეებში) 6 და მეტი მეტრის სიმაღლეზე და მათში ასახლებს ფუტკარს ადრე გაზაფხულზე და ყოველგვარი ფიჭის, წამლისა და სხვა ნებისმიერი ჩარევის გარეშე ტოვებს მათ გვიან შემოდგომამდე, მისი აზრით მხოლოდ ასეთი მეთოდით მიღებული თაფლი შეიძლება ჩაითვალოს ეკოლოგიურად სუფთა თაფლად.
ასევე ვნახე თანამედროვე მოთხოვნების არასრული სიაც, სადაც წერია, რომ:
1. სკა არ უნდა იყოს შეღებილი
2. საფუტკრე მოშორებული უნდა იყოს ტუალეტებსა და სხვა ცივილიზაციას
3. თაფლი არ უნდა ინახებოდეს მეტალისა და ხის ჭურჭელში
მაგალითად ვერსად ვნახე ინფორმაცია მავთულის აკრძალვის შესახებ, მავთულისა, რომელსაც დღეს მეფუტკრეების უმრავლესობა ხმარობს ჩარჩოებში გასაბმელად და ეს მავთული ჩვეულებრივი ჟანგვადი მეტალისაა. ვაყენებ საკითხს - თუ კი თანამედროვე მოთხოვნებით სკის შეღებვა არ შეიძლება, იმდენად რამდენადაც საღებავი ხვდება თაფლში, ჟანგვადი მავთულის გამოყენება შეიძლება? მავთული პირდაპირ კონტაკტშია ცვილთან(ფიჭასთან), რომელიც გარკვეულ რაოდენობა წყალს შეიცავს და მილიმეტრებშია მოშორებული თაფლიდან, ჩემი აზრით ჟანგი უფრო ადვილად მოხვდება თაფლში ვიდრე სახებავი, სახვათა შორის აი სკებისათვის ბიო საღებავის რეცეპტი.
ასე, რომ ბიო და ეკო თაფლის წაროება მარტო შეუღებავი სკები და ანტიბიოტიკებზე უარის თქმა არ არის და ბევრს ვისაც ჰგონია "ერბო ქონია" დაწყნარდეს და ჩვეულებრივი მომხმარებელი შეცდომაში არ შეიყვანოს.
შეფასება:
0
როგორია ნამდვილი ბიო თაფლი?
ავტორი:
თარიღი:
31-10-2017, 20:30
კატეგორია:
ნანახია:
102
კომენტარი:
ნახე?! ანახე მეგობრებსაც!


წინა » დინდგელი იგივე პროპოლისი

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
© 2016-18 Mefutkre.com ყველა უფლება დაცულია
მთავარი | კონტაქტი | წესები | სტატისტიკა