მეფუტკრეობა და ფუტკრის შესწავლა
ჩემი რჩეულები
» » შევღებოთ თუ არა ფუტკრის სკა

შევღებოთ თუ არა ფუტკრის სკა

შევღებოთ თუ არა ფუტკრის სკა? ვინ იცის სწორი პასუხი? ძნელია პასუხის გაცემა, რათქმაუნდა ჯობია არ შევღებოთ, მაგრამ არ შეღებილ სკას ძააალიან დიდი მინუსი აქვს, სკა მალე ლპება და უვარგისი ხდება, ზაფხულში მზის სხივებს ვერ ირეკლავს და ხურდება.

აი ამ ვიდეოს თუ უყურებთ (ლექციები მეფუტკრეობაზე 2 ( მეფუტკრეობა ) )

ქალბატონი ვენერა სტეფანიშვილი გვირჩევს სკა შევღებოთ ყვითლად.

ხოლო ამ ვიდეოში (ჩვენი ფერმა - მეფუტკრეობა)

ბატონი გოგი მაძღარაშვილი (ესპერტი) გვეუბნება, რომ სკა არ უნდა იყოს შეღებილი ზეთოვანი საღებავებით, აბა რითი? ემალი შეიძლება? ან ნიტრო საღებავი შეიძლება? ალბათ არც ეგენი არ შეიძლება.

ჩემი აზრით ორივე მართალია, მაგრამ კითხვაზე პასუხი არ არის მაინც, შევღებოთ თუ არა? რომ არ შევღებოთ სკა მალე გამოვა წყობიდან და მისი შეცვლა გახდება საჭირო, რაც არც თუ ისე სასიამოვნო პროცესია. შევღებოთ? რომ შევღებოთსკა ძალიან დიდხანს გემსახურებათ (შეღებილი სკა), მაგრამ ევროპელები დაგვიწუნებენ თაფლს, მართალი გითხრათ არამგონია ქართული თაფლი ევროპაში გავიდეს უახლოეს მომავალში და ამიტომ ჯობია სკა შევღებოთ, მაგრამ არა ზეთოვანი, ნიტრო ან ემალით, არამედ ეკოლოგიურად სუფთა ნაურალური საღებავით.

აბა სად არის ესეთი საღებავი? არის. ის უნდა მომზადდეს, როგორ?
ეხლავე მოგახსენებთ:

მინერალური საღებავი
1 ნაწილი ჩაუმქრალი კირი
3 ნაწილი აგურის ფხვნილი
3 ნაწილი გაცრილი ფეჩის ნაცარი
ამ ყველაფის ნაზავი გავხსნათ მოხდილ რძეში ისე რომ მივიღოთ ჩვეულებრივი საღებავის სიბლანტის მასა, საღებავი გამოვა ღია ვარდისფერი, ესეთი საღებავი სკას ინახავს 8-10 წელი, შემდეგ ხელახლა გადაღებავთ იგივე მეთოდით.

გამოვიდა რა? სკა შევღებეთ, მაგრამ ეკო საღებავით, რომლის მომზადება არც თუ ისე ძნელია.

საღებავის რეცეპტი აღებულია წიგნიდან მეფუტკრეობა როგორც ხელობა



შევღებოთ თუ არა ფუტკრის სკა
შეფასება:
+4
შევღებოთ თუ არა ფუტკრის სკა
ავტორი:
თარიღი:
5-05-2016, 00:22
კატეგორია:
ნანახია:
3 050
კომენტარი:
ნახე?! ანახე მეგობრებსაც!


წინა » ალერგია ფუტკრის კბენაზე

merabi
2 თებერვალი 2017 17:11
მინდა მოვუსმინო ვენერა სტეფანიშვილს
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
© 2016-18 Mefutkre.com ყველა უფლება დაცულია
მთავარი | კონტაქტი | წესები | სტატისტიკა