მეფუტკრეობა და ფუტკრის შესწავლა

თეთრი აკაცია

თეთრი აკაცია - რატომ ვიწყებ მაინცა და მაინც აკაციით? იმიტომ, რომ ეს პირველი სერიოზული თაფლოვანი მცენერეა რომელიც ჩემს საფუტკრესთან უნდა აყვავდეს სულ რამოდენიმე დღეში, ალბათ 3-4 დღეში. თეთრი აკაცია საკმაოდ თაფლოვანია, შიძლება ითქვას ყველაზე თაფლოვანიც გაზაფხულის პერიოდში ჩვენს რეგიონში.
თეთრი აკაციის თაფლი ძალზედ ღია ფერისაა და კრისტალიზაციის პროცესი მიდის ძალიან ნელა, შესაძლოა გაზაფხულზე გამოწურული თაფლი მომავალ გაზაფხულამდე არცკი დაკრისტალდეს. სუფთა თეთრი აკაციის თაფლი საუკეთესო ხარისხისაა საუკეთესოთა შორის, ამიტომ ის ძვირფასიცაა. მთლიან შემადგენლობას არ ჩამოვთვლი, მაგრამ გეტყვით, რომ სუფთა აკაციის თაფლი შეიცავს გლუკოზას (36%); და ფრუკტოზას (41%). ისე, რომ მართალია ტემპერატურა დაბალია საჭიროსთან შედარებით, მაგრამ ველოდებით აკაციის აყვავებას.
შეფასება:
0
თეთრი აკაცია
ავტორი:
თარიღი:
3-05-2016, 13:35
ნანახია:
702
კომენტარი:
ნახე?! ანახე მეგობრებსაც!


« შემდეგი ნარი - თაფლოვანი მცენარე

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
© 2016-18 Mefutkre.com ყველა უფლება დაცულია
მთავარი | კონტაქტი | წესები | სტატისტიკა